წყალდიდობა


მდინარეთა წყალდიდობა 

მდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა,  რომლებიც ერთმანეთისაგან 
განმეორების სიხშირით, მასშტაბით და მიყენებული ზიანის ოდენობით 
განსხვავდებიან. ესენია:
1.უმნიშვნელო წყალდიდობა  დამახასიათებელია ვაკის მდინარეებისათვის, 
აღინიშნება 5-10 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის
მიმდებარე ტერიტორიის 1/10, არ იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ 
ზარალს და არ არღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.
2.მნიშვნელოვანი წყალდიდობა  დამახასიათებელია როგორც ვაკის, ისევე
მთის მდინარეებისათვის, აღინიშნება 20-25 წელიწადში ერთხელ. 
წყალდიდობისას იფარება მდინარის ხეობის მნშივნელოვანი ნაწილი.  იწვევს არსებით 
მატერიალურ ზარალს,მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაციას და
ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას.
3.მასშტაბური წყალდიდობა მოიცავს მდინარის მთელ აუზს, აღინიშნება 
50-100 წელიწადში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში თითქმის მთლიანად 
იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორია, დასახლებული პუნქტები
იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს, მკვეთრად ცვლის ადამიანთა 
ყოფა-ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას მოითხოვს მოსახლეობისა
 და მატერიალური ფასეულობების ევაკუაციას.

4.კატასტროფული წყალდიდობა — იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, მთლიანად, პარალიზებულია ადმიანის საქმიანობა.  მოიცავს არაერთი მდინარის აუზს აღინიშნება 100-200 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად.ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს.