სტიქიამ მცხეთა-მთიანეთი მნიშვნელოვნად დააზარალა

სტიქიამ მცხეთა-მთიანეთი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ფასანაურის თემის სოფელ ცხვედიეთში სტიქიის შედეგად ოცდახუთზე მეტი ოჯახი დაზარალდა.

ძლიერი წვიმის გამო ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ნათესები დატბორილია.

ცენტრალურ და შიდა გზებზე გადაადგილება შეფერხებულია. ამ დროისთვის მოსახლეობას წყალი და გაზი არ მიეწოდება.

სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება ფასანაურის მოსახლეობასაც. საავტომობილო გზა აქაც დაზიანებულია.

კვლავ რთული ვითარებაა დუშეთის რაიონის მაღაროსკარის თემის სოფლებში. წყალმა რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზები წაიღო, რის გამოც სოფელ გომეწარში მცხოვრები 50 კომლი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

სახლები მთლიანად დატბორილია, სახნავ-სათესი მიწები განადგურებულია, შინაური ცხოველი და ფრინველი დახოცილია.

გუდაური-კობის მიმართულებით სამხედრო გზაზე შეზღუდვაა დაწესებული, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერი ათ ადგილას ჩამოწვა.

By stiqia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s