გადავხედოთ 2010 წელს

2010 წელი ბუნებრივი კატაკლიზმებითა და მსხვერპლით დაიწყო და ასეც დასრულდა.

მიწისძვრა ჰაიტიზე
12 იანვარს პორტ-ო-პრენსიდან 25 კილომეტრის მოშორებით მომხდარმა შვიდბალიანმა მიწისძვრამ 250 ათასი კაცის სიცოცხლე შეიწირა, 300 ათასი დაშავდა და მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. დაღუპულთა რიცხვმა ინდონეზიის ცუნამის მსხვერპლთა რაოდენობასაც კი გაუსწრო.

წყალდიდობა მადიერაზე
21 თებერვალს პორტუგალიის ამ კუნძული 8-საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ წალეკა. ამას 100 კმ/საათის სიჩქარის ქარი დაერთო. წყალდიდობამ გაანადგურა სახლები, წაიღო ავტომობილები და 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მიწისძვრა ჩილეში
ანდების მთათა სისტემის ეს რეგიონი აქტიური სეისმურობითაა ცნობილი, თუმცა 27 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა გაცილებით დამანგრეველი აღმოჩნდა. 8,8 ბალის სიძლიერის რყევამ 90 წამში გაანადგურა შენობები, ჩაანგრია ხიდები, წყობიდან გამოიყვანა მაგისტრალები და 521 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გვალვა სამხრეთ ჩინეთში
ბოლო დროს 2 გრადუსით მომატებულმა რეგულარულმა ტემპერატურამ ამ რეგიონში გაუსაძლისი გვალვა და ქვიშის ქარი გამოიწვია. მოსავლის 50% განადგურდა. თითქმის შეუძლებელი გახდა სასმელი წყლის მოპოვება. დაიხურა 1000-ზე მეტი სკოლა. გვალვამ მარტის თვეში პიკს მიაღწია.

მიწისძვრა ჩინეთში
14 აპრილი. ისევ ჩინეთი. ამჯერად 7,1 ბალის მიწისძვრა, რომელმაც 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მიწისძვრის ეპიცენტრი, რომლის შედეგად 10 ათასი მცხოვრები დაშავდა, ქინგჰაის პროვინციაში იყო.

ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაზე
ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ვულკანური ამოფრქვევა, რომელმაც აპრილის თვეში თითქმის მთელი დასავლეთი ევროპა ფერფლით დაფარა. ათასობით კილომეტრზე გავრცელებული ვულკანური გაირები, მუქი ღრუბლები და ფერფლი ავიაკომპანიებსაც დიდხანს ემახსოვრებათ. ვულკანმა ზარალი არამხოლოდ ადამიანებს, არამედ ბუნებასაც მოუტანა: გადნა ისლანდიის მთების ყინულის მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც კლიმატის ცვლილებაც ააჩქარა.

ნავთობის კატასტროფა მექსიკის ყურეში

21 აპრილის გამთენიისაას მექსიკის ყურეში მდებარე კომპანია BP-ის ნავთობჭაბურღილს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა. დაიღუპა 13 ადამიანი, ხოლო ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ. ნამდვილი პრობლემა კი მერე დაიწყო: ოკეანის ფსკერზე დარჩენილი ნაპრალიდან ნავთობმა იწყო ჟონა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ნაკადის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ნავთობი ზედაპირზე ამოდიოდა და უზარმაზარ ფართობებს ფარავდა.ნავთობის სქელმა ფენამ თითქმის ყველა მომიჯნავე სახელმწიფოს ნაპირებს მიაღწია. საბოლოოდ, პრობლემის გადაჭრა 19 სექტემბერს მოხერხდა, თუმცა ამ დროისთვის ოკეანეში უკვე 779 ათასი კუბური მეტრი ნავთობი იყო ჩაღვრილი. ნავთობის გაჟონვამ საგრძნობლად დააზიანა მექსიკის ყურის ცხოველთა სამყარო და ბოლო დროის ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად დარჩება.

This slideshow requires JavaScript.

წყალდიდობა პაკისტანში
“ეს კრიზისი უფრო დიდია, ვიდრე ცუნამი და ჰაიტი” – ასე შეაფასა გაერომ პაკისტანში დატრიალებული უბედურება. კატასტროფა ქვეყანაში ზაფხულის სეზონურმა წვიმებმა გამოიწვია. 1600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ კატაკლიზმას. საერთო ჯამში კი ზარალმა 21 მილიონზე მეტი მცხოვრები მოიცვა.

წყალდიდობა აშშ-ში
მაისის თვე ტენესისა და მისისიპის შტატების მცხოვრებთათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია, რამაც 20 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ირკვევა, მსგავსი სტიქია ამ ადგილას ბოლო 20 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

მეწყერი ჩინეთში
8 აგვისტოს ჩინეთის პროვინცია განსუში გადაუღებელი წვიმებისგან ადიდებული მდინარე ბალონგი ნაპირებიდან გადმოვიდა და მეწყერი წარმოქმნა. ბევრი სახლი ადგილიდან მოწყდა, დაინგრა ან ტალახის ფენაში ჩაიმარხა. დაღუპულთა რაოდენობა 300-ს ასცდა. კატასტროფამ ათეულობით მილიარდის ზარალი გამოიწვია.

ტორნადო ნიუ იორკში
17 სექტემბერს ნიუ იორკს 200 კმ/სთ-ის სიჩქარის ტორნადომ გადაუარა. თვითმხილველთა თქმით, მეტროპოლისში ორმა ტორნადომ გაიარა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები, ავტომობილები და გაყვანილობა, განადგურდა ხეები. ტორნადოს მოყვა მსხვერპლიც.

უნგრეთის ეკოლოგიური კატასტროფა
2010 წელი დრამატული აღმოჩნდა უნგრეთისთვისაც. 4 ოქტომბერს ქვეყნის დასავლეთი ნაწილის მდინარეები მომწამვლელ სითხედ გადაიცა. მიზეზი ტექნოგენური კატასტროფა იყო, რის შედეგადაც მდინარეები მოწითალო ფერის შხამქიმიკატებით აივსო. სტიქიამ 4 ადამიანი და უამრავი ცხოველი იმსხვერპლა. 120 კაცი დაშავდა.

ტაიფუნი ფილიპინებზე
18 ოქტომბერს ფილიპინებს ტაიფუნი “მეგი” დაატყდა. სპეციალიტების თქმით, ქარიშხალი საათში 225 კმ-ს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინების ჩრდილოეთის მოსახლეობა წინდაწინ გახიზნული იყო, ტაიფუნმა 7-ის სიცოცხლე მაინც იმსხვერპლა.

ვულკანი და ცუნამი ინდონეზიაში
25 ოქტომბერს ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ერთი დღე-ღამის შემდეგ კი ამ ადგილიდან 1300 კილომეტრში ვულკანი მერაპი ამოიფრქვა და გარშემო მიდამო ფერფლით დაფარა. უმსხვერპლოდ არც ერთ სტიქიას არ ჩაუვლია: ცუნამს დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვულკანს 150.

უჩვეულო ყინვები ევროპაში
დეკემბერი ევროპის დასავლეთი ნაწილისთვის ზედმეტად ცივი გამოდგა. გერმანია, საფრანგეთი და მეზობელი ქვეყნები ციკლონის ქვეშ მოექცნენ, რომლის შედეგად რიგ ქალაქებში ტემპერატურამ 18-20 გრადუსით დაიკლო. მოიყინა გზები, უხვი თოვლის გამო დაიკეტა აეროპორტები და ღირსშესანიშნაობები. ავიაკომპანიებმა დიდი ფინანსური ზარალი ნახეს.

By stiqia

2 comments on “გადავხედოთ 2010 წელს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s