რა უნდა მოვიმოქმედოთ მიწისძვრის დროს!


  • თუ მიწისძვრა დაიწყო, არ ჩააგდოთ პანიკაში სხვები და, პირველ რიგში, საკუთარი თავი;
  • თუ მიწისძვრა სუსტია, არ შეშინდეთ, დარჩით იქ, სადაც ხართ;
  • თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია (5 ბალი და მეტი) და თქვენ იმყოფებით შენობაში მეორე სართულზე ან უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
  • არ ისარგებლოთ ლიფტით;
  • დადექით უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისა და მძიმე ავეჯისაგან მოშორებით, მაგალითად,  კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
  • შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ, ისინი დაგიცავენ ნამტვრევებისაგან;
  • თუ თქვენ ქუჩაში ხართ, გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისაგან. არ მიუახლოვდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს;
  • ნუ შეხვალთ შენობაში;
  • თუ ავტომობილში იმყოფებით, დარჩით ღია ადგილას, ნუ დატოვებთ ავტომობილს სანამ ბიძგები არ შეწყდება;
  • ნუ შეხვალთ და ნუ მიუახლოვდებით აშკარად დაზიანებულ შენობას;
  • იყავით მზად განმეორებითი ბიძგებისათვის. ყველაზე საშიშ პერიოდად ითვლება მიწისძვრიდან პირველი 2-3 საათი. თუმცა, მოსალოდნელია ბიძგები განმეორდეს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგაც.
By stiqia

3 comments on “რა უნდა მოვიმოქმედოთ მიწისძვრის დროს!

  1. ანა ძალიან საინტერესო ბლოგია, განსაკუთრებით სასარგებლოა რჩევები, თუ როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს… დიდი მადლობა.

  2. gaixaret, rom msagvs Temebze wert. namdvilad sachiroa aseti informaciis miwodeba mattvis vinc ar icis rogor unda moiqces aset dros. gmertma dagvifaros yvela. dgegrzeloba mogcemodet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s