იცით თუ არა რომ

მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება,როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა და მზის სინათლე მას ვერ მისწვდება. მთვარე თითქოს ციდან ქრება.
დედამიწის ცენტრამდე კილომეტრია. იქ ისევე ცხელა, როგორც მზის ზედაპირზე. დედამიწის შუაგულში რკინის მყარი მყარი ბირთვია, რომელსაც გარს აკრავს გამდნარი ლითონების გარსი.
მანტია გავარვარებული რბილი ქანებია და დედამიწის ზედა შრეებამდე ვრცელდება. დედამიწის ქერქი მაგარი ქანებისაგან შედგება. იგი დაყოფილია ნაწილებად, რომელთაც ლითოსფერული ფილები ეწოდება. ფილებზე ხმელეთი და ოკეანეებია განლაგებული.
ხეები დედამიწის ზურგზე უდიდესი ცოცხალი არსებებია და ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ. მარადმწვანე ხეები მწვანე საფარველს რამდენიმე წლის მანძილზე ინარჩუნებენ. ფოთლოვანი ხეები კი ფოთოლს წელიწადში ერთხელ იცვლიან.
ყველაზე ხანდაზმული ხე ამერიკული ფიჭვი იყო. როდესაც მოჭრეს, აღმოჩნდა, რომ ის 4900 წლისა ყოფილა.
ყველაზე მაღალი ხე სეკვოია, რომელიც ამერიკაში ხარობს. მისი სიმაღლე 112 მეტრია. ყოველ წელს ღეროში მერქნის ახალი ფენა იზრდება და რგოლს წარმოქმნის. რგოლების რაოდენობა ხის ასაკს გვამცნობს.
ადამიანებს უნდოდათ მოვლენების დამახსოვრება, ეს დამწერლობის გამოგონების ერთ-ერთი მიზეზია. ადრე ადამიანები სხვა გზით ცდილობდნენ ცნობების შენახვასა და გადაცემას. 5000 წლის წინათ ეგვიპტელებმა და შუმერებმა მოიგონეს ხატოვანი დამწერლობა, ე. ი. ჩაწერა ნახატებით. ამგვარ ეგვიპტურ დამწერლობას იეროგლიფური ეწოდება. სავარაუდოა, რომ თანამედროვე ანბანთა უმრავლესობა უძველესი იეროგლიფებიდან მომდინარეობს. ლათინურ `A~-ს საფუძვლად, ალბათ ხარის თავის უძველესი ნახატი უდევს. ადამიანები სხვადასხვა მიმართულებებით წერენ. ჩინურად ზევიდან ქვევით შეიძლება დაიწეროს.
საშინელი ტროპიკული ქარიშხალი, ანუ გრიგალი ჰაერის უზარმაზარი მოძრავი მასაა, რომელსაც შეუძლია ხეები ამოძირკვოს და შენობები დაანგრიოს.
ქარბორბალა, ანუ ტორნადო, უფრო მცირე სიძლიერისაა, მაგრამ ძალზე ჩქარი და არანაკლებ სახიფათოა. მას შეუძლია შეიწოვოს და დაანგრიოს ყველაფერი, რაც გზაზე შეხვდება. ზღვის ზედაპირზე ტორნადო ხშირად წყლის ძალიან მაღალ მბრუნავ სვეტებს წარმოშობს. მათ შეცდომით ზღვის ურჩხულებად მიიჩნევდნენ ხოლმე.
უდაბნოები დედამიწის ზურგზე ყველაზე მშრალი და ცხელი ადგილებია. ისინი, ძირითადად, ტროპიკებში მდებარეობს. სიცოცხლე იქ ძალზე იშვიათია. არსებობს ორი სახის -ქვიანი და ქვიშიანი უდაბნო. ქვიშიანი უდაბნოები ყოველთვის ვაკეს არ წარმოადგენს, რადგან ქარი ქვიშას ბორცვებად, ანუ დიუნებად, აგროვებს. აქ ძალზე იშვიათად წვიმს და წვიმას, ჩვეულებრივ, ქარიშხალი და წყალდიდობა ახლავს.პერუს ერთ უდაბნოში 400 წელია წვიმა არ მოსულა.

ოაზისი წყლიანი ადგილია უდაბნოში, სადაც ხალხი ცხოველებს არწყულებს. აქ მარცვლეული მოჰყავთ და ფინიკის პალმებს აშენებენ. ქალაქები ხშირად ოაზისების გარშემო შენდება.

By stiqia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s