თბილისში დღეს თოვლის შეწყვეტას და მინუს 4 გრადუსამდე ყინვას ვარაუდობენ, სინოპტიკოსების თქმით თვის ბოლომდე საქართელოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი.
„დროგამოშვებით თოვლი და ნალექიანი ამინდებია, თუმცა მოსალოდნელია გამოდარებებიც. დღეს ყინვას ვარაუდობთ თბილისში, ასევე მინუს 9 იქნება შიდა ქართლში და – 7 კახეთში. თვის ბოლომდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, დღემ შეიძლება უნალექოდ ჩაიაროს, თუმცა ყინვებს არ გამოვრიცავთ”, – განაცხადეს მათ.
27 ნოემბერს სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, 28-29 ნოემბერს კი გამოიდარებს.
Advertisements