სამდინარე წყალდიდობებისგან თავდაცვა

წყალდიდობის წინასწარმეტყველების საფუძველში ჩადებულია წყალშემცავი აუზების ან ფართო ტერიტორიის მასალების სტატისტიკური დამუშავება. ანგარიშობენ ერთწლიან,ათწლიან და ასწლიან წყალდიდობებს.პროგნოზების დროს ითვალისწინებენ ნალექების რაოდენობას,თოვლის დნობას,მცენარეულ საფარს,მორფოლოგიურ და გეოლოგიურ ფაქტორებს. არსებობს აგრეთვე ემპირიკული პროგნოზი,როდესაც ფორმულების გამოყენებით ანგარიშობენ წყლის მაქსიმალუს დონეს და წყლის ხარკს/ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გამოყენებული ჰიდროგეოლოგ როსტომოვის ფორმულაშ: Qm=16,67 CBSARR
სადაც Qm არის წყლის მაქსიმალური ხარჯი; C-წყლის მოდენის კოეფიციენტი; B-ატმოსფერული ნალექების განაწილების კოეფიციენტი;S-აუზის ფორმის კოეფიციენტი;A-აუზის ფართობი;R-ნალექების რაოდენობა;R-ნალექების მოსვლის ხანგრძლივობა.

არსებობს წყალდიდობისგან თავდაცვის უშუალო და პრევენციული ზომები. აქედან მეორე ხორციელდება საერთო-სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ,რადგან ითვალისწინებს დასახლებული პუნქტების დაგეგმვას,მიწათსარგებლობის წესების დაცვას.,ხანგრძლივი პერიოდის ღონისძიებების გატარებას. მაგალითად- ფერდობებზე ტყის გაშენებას, 3-10 მეტრი სიმაღლის ჯებირების მოწყობას მდინარის კალაპოტის რეგულირებასმის გაფართოებასა ადა გაღრმავებას,არხების მოწყობას, რომელთა საშუალებით ხდება ჭების წყლის მოცილება. წყალსაცავებისა და კაშხალების მოწყობას. ასეთი ნაგებობების სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს წყალდიდობის საშიშროებას.
წყალდიდობის დაწყებამდე: საჭიროა სილით სავსე ტომრების,ხეების მომზადება, საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა,ენერგიის სათადარიგო წყაროებით მომარაგება, ასევე პირველადი დახმარების საშუალებების ,მომარაგება,ავტომობილების საწვავი ავზების ავსება,ტრანზისტორული მიმღების და სასიგნალო ელექტროფანარის მომზადება. ყველაფერი რისი წაღებაც შეუძლია წყალს,უნდა დაამაგროთ. წინასწარ უნდა ამოარჩიოთ თავის გადასარჩენი მშრალი და უსაფრთხო ადგილი.
წყალდიდობის შემდეგ: არ გამოიყენოთ წყლისგან დასველებული საკვები პროდუქტები,არ დალიოთ წყალი შემოწმების გარეშე.ყოველი ჭა უნდა ამოირეცხოს,ხოლო წყალი შემოწმდეს. არ უნდა შეხვიდეთ დატბორილ ადგილებში, ელექტრო ხელსაწყოები უნდა გამოშრეს,არ გამოიყენოთ ღა ცეცხლი. არ უნდა გაიაროთ მდინარეების ნაპირთან ახლოს,შეიძლება ჩაინგრეს ძირგამოთხრილი მიწა, რომელიც ზემოდან არ ჩანს. თუ არ იცით ცურვა,არ უნდა ჩახვიდეთ წყალში საბანაოდ,ასევე არ უნდა ჩაჯდეთ ნავში სასეირნოდ,შიძლება ნავი ამოტრიალდეს, ასევე საშიშა ზღვის ნაპირზე წყალშ შესვლაც.
განსაკუთრებით საშიშა საქართველოს მდინარეები: ენგური,რიონი,ჭოროხი, ყვირილა,ლიახვი,არაგვი,ალაზანი. მათ კალაპოტში წყალი სწრაფად მიედინება. ასევე სწრაფად დიდდება წყალი,რადგან ისინი სათავეს იღებენ მაღლ მთაში,სადაც ხშირია წვიმები  და თოვლი,ხოლო გაზაფხულზე სითბოსგან თოვლი სწრაფად დნება. აღსანიშნავია მდინარე მტკვრის წყალდიდობა 1982 წლის აპრილში, როდესაც მან გადალახა ჯებირები თბიისში,დატბორა სარდაფები,სანაპირო,ზემოდან გადაევლო ორთაჭალის ხიდს,მაშინ დაიღუპა რამდენიმე ადამიანი
By stiqia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s