დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. განსაკუთრებით რთული ვითარება ორთაჭალაში შეიქმნა, სადაც ქუჩებში მოძრაობა პარალიზებული იყო. სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში წყალი შევარდა და მოსახლეობა დააზარალა.  ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის ორთაჭალაში, გულუას მოედანზე რჩება, სადაც გზა ნაწილობრივ გაიხსნა, თუმცა მოძრაობის სრულად აღდგენისთვის სამუშაოები არ წყდება. 

მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა საქართველოს რეგიონებში. რთული ვითარებაა მცხეთა-მთიანეთში. ძლიერი წვიმის შედეგად, რვა სოფელი დაზარალდა დუშეთის რაიონშიც. მოვარდნილმა წყალმა ხევებისა და მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა გზები და საავტომობილო მაგისტრალები. 

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ბაზალეთისკენ მიმავალ გზაზეც. სოფელი ბაგები კი რაიონულ ცენტრს მთლიანად მოწყდა. სტიქიის შედეგად, განადგურდა ხეხილის ბაღები და ნათესები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც.

სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ თბილისისკენ მომავალი ავტომაგისტრალის მუხათგვერდის მონაკვეთზეც, სადაც მოვარდნილმა მეწყერმა თითქმის მთელი სავალი ნაწილი დაფარა. სტიქიის გამო, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო. 

წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან კახეთშიც. ძლიერი წვიმის გამო, ახტალისა და ნავთის ხევები ადიდდა. ადიდებულმა წყალმა გურჯაანსა და მის მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. წყალი მაღაზიებშიც შევარდა. 
 გურჯაანის რაიონს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. 
ადიდებული ჭერმისხევის გამო, დატბორვის საშიშროება ემუქრება სოფელ ველისციხესა და მის მიმდებარე ტერიტორიებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. 
განსაკუთებით რთული ვითარებაა სოფლებში: კოლაქში, ვეჯინში, ბაკურციხესა და ჩუმლაყში.

ხუთი დაღუპული, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, დატბორილი ქუჩები, სახლები და მაღაზიები, დაზიანებული გზები, – ასეთია თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი ღვარცოფის შედეგები.

By stiqia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s