დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. განსაკუთრებით რთული ვითარება ორთაჭალაში შეიქმნა, სადაც ქუჩებში მოძრაობა პარალიზებული იყო. სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში წყალი შევარდა და მოსახლეობა დააზარალა.  ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის ორთაჭალაში, გულუას მოედანზე რჩება, სადაც გზა ნაწილობრივ გაიხსნა, თუმცა მოძრაობის სრულად აღდგენისთვის სამუშაოები არ წყდება.  Continue reading

By stiqia

მიწისძვრა

სტიქიის ეპიცენტრში განმეორებითი ბიძგები ჯერ კიდევ გრძელდება. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში იყო, სადაც დღეს დილით, 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ზაქათალას რეგიონში, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. რყევები საქართველოშიც იგრძნობოდა, სადაც ყველაზე მეტი ბიძგი დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა. დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც მიწისძვრა ყველაზე მეტად იგრძნობოდა, სიმშვიდეა. აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე მომხდარმა მიწისძვრამ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. შემთხვევამ შენობების დაზიანება გამოიწვია. სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში, ერთ-ერთი ამორტიზებული საცხოვრებელი კომპლექსის კედლებს ნაპრალები გაუჩნდა. ამ საცხოვრებელში სულ 12 ოჯახი ცხოვრობს. ყარაღაჯის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მიწისძვრის განმეორების შემთხვევაში, მათ საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწევთ. ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 5.5 და 7 ბალი იყო. ადგილობრივი სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ბიძგები 10 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და ეპიცენტრი ქალაქ ზაქათალადან 17 კილომეტრის მოშორებით, 10 000 მეტრის სიღრმეში მდებარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას ორი საკმაოდ ძლიერი აფთერშოკი მოჰყვა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ზოგიერთ რაიონში დაზიანებულია შენობები. დღეს დილით მიწისძვრა სომხეთის სეისმოლოგიურმა სამსახურებმაც დააფიქსირეს, სადაც ბიძგების სიძლიერე 3-4 ბალი იყო.

By stiqia

ტორნადო ამერიკის შეერთებულ შტატებში

პარასკევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოს მსხვერპლთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. სტიქიამ ინდიანას, კენტუკისა და ოჰაიოს შტატებს გადაუარა.

ყველაზე მეტად ინდიანა დაზარალდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ 32 ადამიანია დაღუპული. ტორნადომ თითქმის მთლიანად გაანადგურა ქალაქი მერისვილი. ათობით სახლია დანგრეული ჩელსიშიც. Continue reading

By stiqia

გამყინვარება ევროპაში

ყოველდღიურად იზრდება სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი ევროპაში. გაყინული მდინარეები და თოვლით დაფარული სოფლები. რამდენიმე ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. Continue reading

By stiqia

ზვავსაშიშროება გუდაურში

ამჟამად ზვავსაშისროებაა მოსალოგნელი კობი-გუდაურის გზაზე. მოძრაობა შეჩერებულია. თოვლის გამო გაწმენდით სამუშაობებს ვერ იწყებენ. მაღალმთიან რაიონში კვლავ ძლიერი ქარბუია. ბოლო წერტილი სადაც გადააადგილებაა შესაძლებელი გუდაურია, დასახლებების შემდეგ მოძრაობა აკრძალულია. გზაზე გაჩერებულია სომხეთიდან რუსეთშ მიმავალი 300 მდე ტურისტი. ეს ტურისტები ზვავსაშიშროების გამო დუშეთის რაიონში გადაიყვანეს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უამინდობა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადაიზრდება, აღმოსავლეთში კი თოვლი მოვა. ზვავსაშიშროება შენარჩუნდება კობი-გუდაურისა და სტეფანწმინდა ლარსის გზის მონაკვეთებზე. 

By stiqia

მიწისძვრა იაპონიაში

ახალ წელს იაპონია კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრით შეხვდა. ქვეყნის აღმოსავლეთით თითქმის 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები ტოკიოშიც იგრძნობოდა. “ტოკიო ელექტრიკ ფაუერსის” ინფორმაციით, სტიქიას ფუკუშიმას ატომური სადგურისთვის ზიანი არ მიუყენებია. 
მიწისძვრა მოხდა ყაზახეთშიც. ქვეყნის აღმოსავლეთით 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევები დაფიქსირდა. 
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

By stiqia

სამდინარე წყალდიდობებისგან თავდაცვა

წყალდიდობის წინასწარმეტყველების საფუძველში ჩადებულია წყალშემცავი აუზების ან ფართო ტერიტორიის მასალების სტატისტიკური დამუშავება. ანგარიშობენ ერთწლიან,ათწლიან და ასწლიან წყალდიდობებს.პროგნოზების დროს ითვალისწინებენ ნალექების რაოდენობას,თოვლის დნობას,მცენარეულ საფარს,მორფოლოგიურ და გეოლოგიურ ფაქტორებს. არსებობს აგრეთვე ემპირიკული პროგნოზი,როდესაც ფორმულების გამოყენებით ანგარიშობენ წყლის მაქსიმალუს დონეს და წყლის ხარკს/ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გამოყენებული ჰიდროგეოლოგ როსტომოვის ფორმულაშ: Qm=16,67 CBSARR
სადაც Qm არის წყლის მაქსიმალური ხარჯი; C-წყლის მოდენის კოეფიციენტი; B-ატმოსფერული ნალექების განაწილების კოეფიციენტი;S-აუზის ფორმის კოეფიციენტი;A-აუზის ფართობი;R-ნალექების რაოდენობა;R-ნალექების მოსვლის ხანგრძლივობა.

Continue reading

By stiqia

ცისარტყელა და ჭექაქუხილი

This slideshow requires JavaScript.

ალბათ ცისარტყელა და ჭექაქუხილი ყველას უნახავს, მაგრამ
ჩრდილოეთის ციალის საოცარ ნათებას ძალიან ცოტა თუ შესწრებია!
სამწუხაროდ ბუნების ეს ულამაზესი სანახაობა, მხოლოდ ჩრდილოეთ
და სამხრეთ მხარეებში ხდება, ყველაზე ხშირად ისლანდიასა და ნორვერგიაში.
ციალი დიდ მაგნიტოსფეროს მოიცავს და მზის ქარის ნაწილაკებით არის
დამუხტული და მათი ურთიერთქმედების შედეგად იქმნება, 
როდესაც მზის სხივებს სამხრეთი პოლუსი იზიდავს.
Continue reading

By stiqia

მზის დაბნელება

მზის დაბნელება, ბუნებრივი ფენომენი, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ახალ მთვარეზე, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთს ეხებიან, როგორც ეს დედამიწიდან ჩანს. სულ მცირე ორი და მაქსიმუმ ხუთი მზის დაბნელება შეიძლება მოხდეს ყოველ წელს დედამიწაზე, რომელთაგან არცერთი ან მაქსიმუმ ორი სრული დაბნელება შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, სრული დაბნელება იშვიათი მოვლენაა ნებისმიერ ადგილას, ვინაიდან ყოველი დაბნელებისას სისრულე არსებობს მხოლოდ ძალიან ვიწრო კორიდორის გასწვრივ მთვარის უმბრის შედარებით მცირე ნაწილზე. Continue reading

By stiqia